საფრანგეთში სეზონი ორი სათასო ფინალით განახლდება
საფრანგეთში სეზონი ორი სათასო ფინალით განახლდება

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრეიმ საფრანგეთში სეზონის განახლების საორიენტაციო ვადები დაასახელა, – იტყობინება ESPN.

ირკვევა, რომ საფრანგეთში ფეხბურთი შეიძლება ივნისში – ორი სათასო ფინალით დაბრუნდეს. 13 ან 20 ივნისს უნდა გაიმართოს საფრანგეთის თასის გადამწყვეტი მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „სენტ ეტიენს“ შორის, სამი დღის შემდეგ კი პსჟ-სა და „ლიონს“ შორის ლიგის თასის ფინალი იგეგმება.

ამის შემდეგ კი საფრანგეთის ჩემპიონატის გათამაშება უნდა გაგრძელდეს.