საფრანგეთში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს
საფრანგეთში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

საფრანგეთში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს. სამართალდამცავების ცნობით, დაპატიმრებულია ექვსი პირი. ისინი ქალაქ რეიმსში გეგმავდნენ თავდასხმის მოწყობას.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აიყვანეს რეიმსში, ასევე ობისა და არდენის დეპარტამენტში. “ფრანს ინფოს” ცნობით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

საშობაო ბაზრობა რეიმსში დღეს იხსნება და 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.