საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ინციდენტი ქალაქ რენში მოხდა.
41 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
როგორც ფრანგული მედია იუწყება, მამაკაცმა დანით დაჭრა ასევე საქართველოს მოქალაქე. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსხვერპლს რამდენიმე ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.
ინციდენტის შემდეგ დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც მანქანით გაქცევას შეეცადნენ. ერთ-ერთს მკვლელობის მცდელობში წაუყენეს ბრალი, ხოლო მეორეს მოწმის სტატუსი მიანიჭეს.