საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„2023 წლის 13 იანვარს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.