საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო გამოსვლა და მასობრივი გაფიცვა იმართება
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო გამოსვლა და მასობრივი გაფიცვა იმართება

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო გამოსვლა და მასობრივი გაფიცვა იმართება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

საპროტესტო მსვლელობა პარიზსა და სხვა ქალაქებში იმართება, მათ შორის ტულუზასა და ლიონში. ეს საპენსიო კანონმდებლობის ცვლილების წინააღმდეგ უკვე მეორე დემონსტრაციაა მიმდინარე კვირაში. იანვრის შემდეგ კი საპროტესტო აქცია მეშვიდედ იმართება.

სეპანსიო რეფორმა ამჟამად სენატში განიხილება, სადაც ამ საკითხზე დებატები მიმდინარე კვირაში უნდა დასრულდეს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატას უნდა გადაეცეს.