საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღდეგ დაწყებული გაფიცვა გრძელდება
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღდეგ დაწყებული გაფიცვა გრძელდება

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღდეგ დაწყებული გაფიცვა გრძელდება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ეს გაფიცვა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვაა.

დედაქალაქში კვლავ შეფერხებით მუშაობს მეტრო და პარიზისა და ქალაქების დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზები.

გაფიცვის მონაწილეები მთავრობის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. საახალწლო მიმართვის დროს კი ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მთავრობა რეფორმის განხორციელებაზე უარს არ იტყვის. ამის შემდეგ პროფესიულმა კავშირებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შეუერთდნენ აქცია-გაფიცვებს.

დატოვე კომენტარი