საფრანგეთში რუსეთის საელჩომ ოფიციალური პარიზის მიერ ტანკერ DF Peak-ის დაკავება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა

14:20, 13.10.2026

საფრანგეთში რუსეთის საელჩომ ოფიციალური პარიზის მიერ ტანკერ DF Peak-ის დაკავება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ რუსულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთის საელჩომ მომხდარი „მეკობრეობის“ ფაქტად შეაფასა და ამ დრომდე ადგენენ, იყვნენ თუ არა ეკიპაჟის წევრებს შორის რუსეთის მოქალაქეები.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის მხარეს რუსეთისთვის ტანკერის დაკავების შესახებაც არ შეუტყობინებია.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათ დააკავეს გემი, რომლის მიმართაც არსებობდა ეჭვი, რომ ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში საწვავის უკანონო ტრანსპორტირებაში იყო ჩართული.

მსგავსი