საფრანგეთში, რენუარის მუზეუმში ქურდობასთან დაკავშირებით პოლიციამ, სულ მცირე, ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა

17:49, 08.10.2026

საფრანგეთში, რენუარის მუზეუმში ქურდობის ბრალდებით, სულ მცირე, ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულებმა გასულ თვეში საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე მუზეუმიდან ოთხი ნახატის მოპარვა სცადეს. როგორც ცნობილია, მათი ჯამური ღირებულება 9 მილიონი ევროა.

მედიის ცნობით, მძარცველებმა თავდაპირველად მუზეუმიდან ოთხი ნახატი მოიპარეს, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციის სიგნალის ხმა გაიგეს, ორი ნამუშევარი მუზეუმის ბაღში დატოვეს.

მარსელის პროკურორს, რომელიც მიმდინარე გამოძიებას ხელმძღვანელობს, კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი