საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს
საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში რეგიონული არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად განიხილება, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის მმართველი პარტიის კანდიდატებს პირველ ტურში გამარჯვების შანსები 13 რეგიონიდან არც ერთში არ აქვთ.

ქვეყანაში რეგიონული არჩევნები მიმდინარე წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო გადაიდო.

გამოკითხვების თანახმად, მარინ ლე პენის პარტია, „ეროვნული კრება“ სულ მცირე ერთ რეგიონში მოიპოვებს გამარჯვებას, რაც საფრანგეთის ისტორიაში პირველად მოხდება. გამოკითხვების მიხედვით, პირველ ტურში ლე პენის პარტია საფრანგეთის ექვს რეგიონში ლიდერობს.