საფრანგეთში რეგიონალური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
საფრანგეთში რეგიონალური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში რეგიონალური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

საფრანგეთის მოსახლეობამ პარტიებს მანდატები 13 რეგიონში და 96 დეპარტამენტში უნდა მიანიჭოს. გასულ კვირას გამართულ პირველ ტურში, ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დააგროვა ხმების 50 პროცენტი. მეორე ტურში მხოლოდ ის პარტიები მონაწილეობენ, რომლებმაც ათპროცენტიანი ბარიერი გადალახეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის დროს დაბალი იყო მოსახლეობის აქტივობაც. საარჩევნო უბნებზე ხმა მოსახლეობის მხოლოდ 34 პროცენტმა მისცა.

პირველივე ტურშივე დამარცხდა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია „რესპუბლიკა მოძრაობაში“, რომელიც საფრანგეთის 13 რეგიონიდან, არც ერთში არ იღებს მონაწილეობას.

პირველი ტურის შედეგებით „რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს, რომელმაც საფრანგეთის შვიდ რეგიონში მიიღო ხმების უმრავლესობა.

ქვეყანაში რეგიონული არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად განიხილება, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.