საფრანგეთში რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
საფრანგეთში რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ ლილში რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრელმლსადენი გაზი გამოიყენეს.

„სამართლიანობა ადამასთვის“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ადამა ტრაორეს ოჯახი 24 წლის ბიჭის დაკავების დროს სამ ჟანდარმს გადამეტებული ძალის გამოყენებაში სდებს ბრალს. ანგარიშმა სადავო დასკვნები წარმოშვა იმასთან დაკავშირებით, გამოიწვია თუ არა ორი საათის შემდეგ ადამა ტრაორეს დაღუპვა ასფიქსიამ თუ მიზეზი სხვა ფაქტორები გახდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ფრანგმა აქტივისტებმა ასევე თქვეს, რომ დაბალშემოსავლიან უბნებში პოლიციელთა სისასტიკის უამრავი შემთხვევა გამოვლინდა, სადაც ბევრი აფრიკული წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს.