საფრანგეთში რამდენიმე მინისტრმა საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების გამო შეშფოთება გამოთქვა – „პოპულისტური ტალღა ევროპისთვის სერიოზული გამოწვევაა“
საფრანგეთში რამდენიმე მინისტრმა საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების გამო შეშფოთება გამოთქვა.
„ეს აშკარად ძალიან, ძალიან შემაშფოთებელ სიგნალს აგზავნის“, – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, როლანდ ლესკურმა.
ლესკურის თქმით, აღნიშნული შედეგი აჩვენებს, რომ მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული პოპულისტური ტალღა ევროპისთვის სერიოზული გამოწვევაა.
„ეს აჩვენებს, რომ ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ იმ პოპულისტური ტალღის ფონზე, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ვრცელდება და რომელსაც წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ“, – აღნიშნა ლესკურმა.
ამასთან, აღნიშნულს გამოეხმაურა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამინ ჰადადი.
„გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვების ნახვა ევროპისთვის ძალიან მძიმე მომენტია“, – განაცხადა ჰადადმა.
ჰადადის განცხადებით, პოლიტიკოსებმა „თავმდაბლობით უნდა მოუსმინონ“ საზოგადოებაში არსებულ გაბრაზებას, შიშსა და წუხილს და ამ პრობლემებს სათანადო პასუხი გასცენ.
„თუმცა ნაციონალიზმი და ქსენოფობია პასუხი არასდროს იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.