საფრანგეთში, ქალაქ ნანტში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მესამე დღეა გრძელდება
საფრანგეთში, ქალაქ ნანტში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მესამე დღეა გრძელდება

საფრანგეთის ქალაქ ნანტში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მესამე დღეა გრძელდება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 50-მდე ავტომობილი დაწვეს და ცეცხლის გაჩენა სკოლის შენობასა და ბენზინგასამართ სადგურზე სცადეს.

ნანტში აქცია პოლიციის ოფიცრის მიერ 22 წლის ბიჭის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ქალაქის პროკურატურის ინფორმაციით, 22 წლის აბუბაკარ ფოფანა საგზაო მოძრაობის გაჩერების დროს პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. პოლიციის ოფიცერი დაკავებულია.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა ძალადობრივი აქციები დაგმო და საქმის გამჭვირვალედ გამოძიების პირობა დადო.