საფრანგეთში ორი პოლიციელი გაასამართლეს, რომლებსაც „ყვითელჟილეტიანების“ აქციის დროს ძალის გადამეტება ედებათ ბრალად
საფრანგეთში ორი პოლიციელი გაასამართლეს, რომლებსაც „ყვითელჟილეტიანების“ აქციის დროს ძალის გადამეტება ედებათ ბრალად

საფრანგეთში ორი პოლიციელი გაასამართლეს, რომლებსაც „ყვითელჟილეტიანების“ აქციის დროს ძალის გადამეტება ედებათ ბრალად. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ერთ სამართალდამცველს ოთხი თვით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, მეორეს კი ორი თვით. პოლიციელებს ბრალეულობა სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელებული ვიდეომასალით დაუმტკიცდათ.

ანალოგიური მუხლით საქმე კიდევ 20 პოლიციელზეა აღძრული.

საფრანგეთში „ყვითელჟილეტიბიანების“ აქციებზე აქციის 2500 მონაწილე და 1800 სამართალდამცველი დაშავდა.