საფრანგეთში ნარკოტიკების მოხმარების გამო, მოქალაქეები 200 ევროთი დაჯარიმდებიან

11:34, 27.07.2020

საფრანგეთში ნარკოტიკების მოხმარების გამო, მოქალაქეები 200 ევროთი დაჯარიმდებიან.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, პირველი სექტემბრიდან პოლიციას ჯარიმის გამოწერა დანაშაულის ადგილზევე შეეძლება. საფრანგეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ძალადობის ზრდას უკავშირდება.

კანონის გამკაცრების შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ნიცაში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არეულობა იყო. როგორც საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ახალი რეგულაციების მიზანია ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის გააქტიურება.

ნარკოტიკების მოხმარებისა და ფლობის შემთხვევაში, მოქალაქე 200 ევროს გადაიხდის, თუმცა ჯარიმის თანხა 150 ევრომდე შემცირდება, თუ ის მას 15 დღის განმავლობაში დაფარავს.

მსგავსი