საფრანგეთში მთავრობის სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება
მთავრობის სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრაცია პროფკავშირების ორგანიზებით ტარდება. ქუჩაში არიან გამოსული სტუდენტები, პენსიონრები, რკინიგზის თანამშრომლები, მედიკოსები, სოციალური მუშაკები, ფოსტალიონები და პედაგოგები. ისინი ანაზღაურების გაზრდასა და თანამშრომელთა შორის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ხელფასები წლების განმავლობაში არ გაზრდილა, კომპანიის მფლობელთა დივიდენდები კი, მუდმივად იზრდება.