საფრანგეთში მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ დააკავეს
საფრანგეთში მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ დააკავეს

საფრანგეთში მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, საფრანგეთში კახა აბუაშვილთან ერთად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრია დაკავებული, კერძოდ, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა.

აღნიშნული პირები ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას.

როგორც შსს-ში განაცხადეს, საფრანგეთსა და საბერძნეთში  16-17 აპრილს ჩატარდა სპეცოპერაცია სახელწოდებით, Caucase Normandie.  სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი.

ბრიფინგი შსს-ში დღეს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ გამართა.