საფრანგეთში მოქალაქეებმა საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცება გააპროტესტეს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოსახლეობამ ქუჩებში გასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სადავო საპენსიო რეფორმის კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილება გამოიყენა, რომლითაც მას შეუძლია, პრემიერ-მინისტრს სთხოვოს, კანონი კენჭისყრის გარეშე მიიღოს.

დღეს „ევრონიუსმა“ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ელიზაბეთ ბორნზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის მთავრობა საპენსიო კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასამტკიცებლად საკონსტიტუციო ბერკეტის გამოყენებას გეგმავდა. ელიზაბეთ ბორნმა მედიას განუცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობამ გამოიყენა სპეციალური საკონსტიტუციო უფლებამოსილება, რათა სადავო საპენსიო კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღოს.