საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ხვალიდან პარასკევის ჩათვლით ქვეყანაში სასწავლო პროცესი მთლიანად შეჩერდება
სკოლის დაწვა სკოლის შენობების მდგომარეობას არ აუმჯობესებს, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხვალ დილიდან პარასკევის ჩათვლით საფრანგეთში სასწავლო პროცესი შეჩერდება.
„ეს კეთდება, რომ მენეჯმენტის თითოეულ გუნდს, თითოეულ დირექტორს საშუალება მიეცეს, საშუალო სკოლებში შიდა დემოკრატიისთვის დრო ჰქონდეს“, – განუცხადა ლეკორნუმ ეროვნულ ასამბლეაში დელეგატებს.
საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან 215 ახალგაზრდა დაშავდა, ასევე სკოლის 85 თანამშრომელი, 715 ჟანდარმი და პოლიციელი.
მისივე თქმით, ძალადობა ყოვლად მიუღებელია.
„სკოლის დაწვა სკოლის შენობების მდგომარეობას არ აუმჯობესებს. მასწავლებლის ლინჩის წესით გასამართლება მასწავლებლების შეცვლას არ უწყობს ხელს. ტყუილია იმის მტკიცება, რომ მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციური რეპრესიები განახორციელა“, – განაცხადა ლეკორნუმ.