საფრანგეთში მარტში დაგეგმილი რეგიონული არჩევნები გადაიდო

12:20, 17.02.2021

საფრანგეთში მარტში დაგეგმილი რეგიონული არჩევნები ივნისამდე გადაიდო.

ამის მიზეზად, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაასახელეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს პანდემიის გამო, მუნიციპალური არჩევნები დაგეგმილზე გვიან გაიმართა.

მსგავსი