საფრანგეთში მამალს სასამართლოში უჩივიან
საფრანგეთში მამალს სასამართლოში უჩივიან

საფრანგეთში მამალს, სახელად მორისს მეზობლები სასამართლოში უჩივიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მეზობელი წყვილი მამალს სიმშვიდის დარღვევაში ადანაშაულებს. ჟან ლუი ბირონიმ და ჟოელ ანდრიუმ 15 წლის წინ სენ პიერ ოლერონში სახლი ააშენეს, რომელში ცხოვრებასაც სიბერეში გეგმავდნენ. მათი თქმით, ეს რეგიონი სწორედ სიმშვიდის გამო შეარჩიეს, მამალი კი, ამ სიმშვიდეს ურღვევს.

მამლის მეპატრონე კორინ ფესო, რომელიც ოლერონში უკვე 35 წელია, ცხოვრობს, აცხადებს, რომ მისი მამალი აკეთებს იმას, რასაც ყველა მამალი.

მამლის მეპატრონე სასამართლოში არ გამოცხადდა, თუმცა სასამართლოში მივიდნენ სხვა მამლების მეპატრონეები, რომლებიც მორისს მხარდაჭერას უცხადებენ.

სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, სექტემბერში გამოიტანს.