საფრანგეთში კოვიდპასპორტებთან დაკავშირებული რეგულაციების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა იმართება

17:57, 25.09.2021

საფრანგეთში კოვიდპასპორტებთან დაკავშირებული რეგულაციების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

აქცია მოძრობა „პატრიოტების“ ორგანიზებით იმართება. პარალელურად აქციები იმართება საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც. საერთო ჯამში ორგანიზატორები 60-დან 80 ათასამდე ადამიანს ელოდებიან.

საფრანგეთში 9 აგვისტოდან კაფეებში, რესტორნებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ასევე თვითმფრინავებსა და სხვა საქალაქთაშორისო თუ საერთაშორისო ტრანსპორტში კოვიდპასპორტის ან პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენა სავალდებულო გახდა. საპროტესტო აქცია საფრანგეთში ყოველ შაბათს უკვე მეთერთმეტედ იმართება.

მსგავსი