საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების მიუხედავად, მთავრობა მკაცრი კარანტინის რეჟიმის ხელმეორედ გამოცხადებას არ გეგმავს
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების მიუხედავად, მთავრობა მკაცრი კარანტინის რეჟიმის ხელმეორედ გამოცხადებას არ გეგმავს

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, მკაცრი კარანტინის რეჟიმი ხელმეორედ არ გამოცხადდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

კასტექსის თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, გაიზრდება სწრაფი ტესტირების მასშტაბები, ხოლო გარკვეული დაწესებულებების სამუშაო საათები შეიზღუდება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, იზოლაციის პერიოდი 14 დღის მაგივრად შვიდი დღე იქნება.

საფრანგეთში გუშინ ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი – 9 843 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.