საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 9 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 198 პაციენტი
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 9 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 198 პაციენტი

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 198 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში ვირუსის 2 270 573 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 52 410 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა კი 3 756-ს შეადგენს. ქვეყანა, ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.