საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 22 882 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 22 882 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 882 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსით კიდევ 1 138 პაციენტი გარდაიცვალა.

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 31 906-ს შეადგენს.

24 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართავს და პანდემიასთან დაკავშირებულ მდგომარეობას გააცნობს. სააგენტოს ინფორმაციით, მაკრონმა ​შესაძლოა, ნაწილობრივ შეარბილოს საყოველთაო კარანტინის წესები, რომელიც საფრანგეთში 30 ოქტომბრის შემდგომ მოქმედებს. საცალო ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ არაპირველადი საჭიროების მაღაზიებმა შესაძლოა, მუშაობა განაახლონ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში ვირუსის 2 110 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 48 265 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.