საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 20 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

03:18, 24.02.2021

საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტების რიცხვი ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და დღეის მდგომარეობით 3 435-ს შეადგენს.

ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ საფრანგეთში აღრიცხულია 3.63 მილიონი ინფიცირებული, მათგან ვირუსს 85 044 ათასი ემსხვერპლა, მათ შორის 431 გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა.

მსგავსი