საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 867 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოებში 24 904 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 2 605 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 66 282 ინფიცირებული.