საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 20 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა​ 109 ადამიანი
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 20 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა​ 109 ადამიანი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა – 20 330 ახალი შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 109 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საფრანგეთში ვირუსის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 691 977 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 32 630 ადამიანი.

ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები გამკაცრდა.