საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 11 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 11 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 790 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 59 072 ადამიანი.