საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი ბოლო 24 საათში 28 383-ით გაიზარდა. საფრანგეთში ვირუსს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 425 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის გავრცელების მასშტაბით, საფრანგეთი მეოთხე ადგილს იკავებს მსოფლიოში. ქვეყანაში კორონავირუსს სულ 46 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა.