საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიერ ვერანმა განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 18 ათასზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, რაც წინა კვირის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებთ, ერთი კვირის წინ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 7 ათასამდე იყო.

ოლივიერ ვერანის თქმით, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ვირუსის ცირკულაციის 150 პროცენტზე მაღალი ზრდა ბოლო ერთ კვირაში.

„ასეთი რამ არასდროს გამოგვიცდია“, – განაცხადა მინისტრმა.

საფრანეგთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა 18 ათასს ბოლოს 13 მაისს აღემატებოდა, როდესაც ქვეყანაში ღამით კომენდანტის საათი მოქმედებდა, ხოლო ბარები, რესტორნები და არასასურსათო მაღაზიები დაკეტილი იყო.