საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 46 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 46 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 46 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ვირუსს ბოლო 24 საათში 332 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 5 254 პაციენტია მოთავსებული.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 4.74 მილიონი ადამიანს აქვს დადგენილი, მათგან 96 280-მდე ინფციირებული გარდაიცვალა.

ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. იმუნიზაცია 13 მილიონამდე მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა.