საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 12 210-ს მიაღწია
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 12 210-ს მიაღწია

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 12 210-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი  1 341-ით გაიზარდა.

„გარდიანის“ ცნობით, მათგან 424 საავადმყოფოში, 917 კი ხანდაზმულთა სახლში დაიღუპა.

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 86 334-მდე გაიზრდა. გამოჯანმრთელდა 20 ათასზე მეტი ადამიანი.