საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა. ჯანდაცვის სააგენტოს დირექტორის, ჟერომ სალომონის განცხადებით, ეპიდემიამ იმაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე 2003 წელს რეკორდულმა სიცხემ, რა დროსაც ქვეყნის მასშტაბით 19 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 114 657 ადამიანი. მათ შორის საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 30 584, აქედან 5683 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.