საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 29 778-მდე გაიზარდა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 29 778-მდე გაიზარდა

საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა.

შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 29 778-ს მიაღწია. ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 9 000-მდე პაციენტი. რაც ბოლო სამი თვის მონაცემებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 198 ათასამდე ადამიანს აქვს დადგენილი.