საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ვირუსით 607 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 7 091 ადამიანი საავადმყოფოებში გარდაიცავალა, 3 237 კი, მოხუცთა თავშესაფრებში.

ამ დროისთვის, საფრანგეთის საავადმყოფოებში 30 000 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. მათგან 7 131 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.