საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 642 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით 19 323 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა მცირდება. თერაპიის განყოფილებაში 5883 ადამიანი რჩება.