საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 52 010 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 52 010 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ყოველდღიურმა რაოდენობამ 100 000-ს მიაღწიოს. მსგავს პროგნოზს პროფესორ ჯან ფრანსუა დელფრაისი აკეთებს. პროფესორი იმ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს, რომელიც პანდემიის მართვისას მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს.

საგრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი, 52 010 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 138 507 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 34 673 ადამიანი გარდაიცვალა.