საფრანგეთში კორონავირუსის საფრთხის გამო 70 სკოლა ისევ დაიხურა
საფრანგეთში კორონავირუსის საფრთხის გამო 70 სკოლა ისევ დაიხურა

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შესაძლო შემთხვევების გამო, 70 სკოლა ისევ დაიხურა. ინფორმაციას „სიენენი“ საფრანგეთის განათლების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრ ჟან-მიშელ ბლანკერის თქმით, სკოლებში „კოვიდ-19“-ის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ქალაქებში დაფიქსირებული შემთხვევების გამო, განათლების სამინისტრომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

გასული კვირის შემდეგ, საფრანგეთში სასწავლო პროცესი 40 000 სკოლაში განახლდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე  საფრანგეთში ინფიცირების 179 927 შემთხვევა არის დაფიქსირებული, დაღუპულია 28 239 ადამიანი, ვირუსისგან 61 728 პაციენტი განიკურნა.

დატოვე კომენტარი