საფრანგეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით „ევრონიუსი“ იუწყება.

როგორც ცნობილია, ბოლო ორი ფატალური შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირდა.  დაღუპულთაგან ერთი 73 წლის, მეორე კი, 63 წლის ასაკის იყვნენ.

ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონვირუსით სულ დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი , 377-ს აღწევს.

ახალი ტიპის კორონავირუსი საერთაშორისო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.