საფრანგეთში კორონავირუსის 8 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსის 8 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში კორონავირუსის 8 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 12 ადამიანი დაიღუპა.

ამრიგად საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 317 706 შეადგინა. სულ ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 30 698 პაციენტი.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.