საფრანგეთში კორონავირუსის 6 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22:14, 27.08.2020

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 111 შემთხვევა გამოვლინდა. ეს კარანტინის დასრულების შემდეგ რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია. წინა დღით საფრანგეთში „კოვიდ-19“ 5 429 ადამიანს დაუდასტურდა.

სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 259 698 შემთხვევა. დაავადების მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში 32-ით გაიზარდა და ჯამში 30 576 შეადგინა.

მსგავსი