საფრანგეთში კორონავირუსის 58 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსის 58 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 58 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბოლო დღე-ღამეში ვირუსის შედეგად გამოწვეული დაავადებით 363 ადამიანი დაიღუპა.

ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 39 037 შეადგინა. ბოლო 24 საათში საავადმყოფოში გადაიყვანეს 3000 ადამიანი.

საერთო ჯამში, მარტიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 1 601 367 შემთხვევა აღრიცხეს.

როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია და საავადმყოფოში ადგილების 85 პროცენტი შევსებულია.

შეგახსენებთ, დღეიდან საფრანგეთში კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინის რეჟიმი გამკაცრდება. კერძოდ, პარიზში 22:00 საათიდან რესტორნებს კერძების სახლებში მიტანაც აკრძალული ექნებათ.