საფრანგეთში კორონავირუსის 50 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 308 პაციენტი გარდაიცვალა
საფრანგეთში კორონავირუსის 50 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 308 პაციენტი გარდაიცვალა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 50 659 ადამიანს გამოუვლინდა. ვირუსს საავადმყოფოებში 308 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის მესამე ტალღის პიკი შვიდ-ათ დღეშია მოსალოდნელი.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა. სამი კვირით იხურება სკოლები.