საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19- ის 4 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც კვირას დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით საგრძნობლად დაბალია. კვირას ქვეყანაში ვირუსის 13 157 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ამას ისიც განაპირობებს, რომ საფრანგეთში უქმეებზე გაცილებით ცოტა ტესტი კეთდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 501 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 2 144 660 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 49 233 ადამიანი.