საფრანგეთში კორონავირუსის 4 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსის 4 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში კორონავირუსის 4 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსს 173 პაციენტი ემსხვერპლა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 23 400-ზე მეტი პაციენტია ჰოსპიტალიზებული.

საფრანგეთში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, 20-მა მილიონმა მოქალაქემ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო.