საფრანგეთში კორონავირუსის 4 203 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი
საფრანგეთში კორონავირუსის 4 203 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 203 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 25 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“ სულ 328 980 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი საერთო ჯამში 30 726 შეადგინა.

საფრანგეთი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა.

ამჟამად, საფრანგეთის საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 537 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.