საფრანგეთში კორონავირუსის 35 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 328 პაციენტი
საფრანგეთში კორონავირუსის 35 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 13 ათასი შემთხვევით მაღალია. ვირუსს გასული 24 საათის განმავლობაში 328 პაციენტი ემსხვერპლა.
ქვეყანას, სადაც მეორედ გამოცხადებული საკარანტინო ზომები უკვე ორი კვირაა, მოქმედებს, 41 000-ზე მეტი გარდაცვლილი და 1.85 მილიონზე მეტი ინფიცირებული ჰყავს.