საფრანგეთში კორონავირუსის 30 621 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 88 ადამიანი

23:16, 15.10.2020

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში აღრიცხულია ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციით დაავადების 30 621 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 88 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 33 125 შეადგინა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის რვა ქალაქში და მათ შორის პარიზში, ღამით კომენდანტის საათი იმოქმედებს.

მსგავსი