საფრანგეთში კორონავირუსის 25 387 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 296 პაციენტი გარდაიცვალა
საფრანგეთში კორონავირუსის 25 387 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 296 პაციენტი გარდაიცვალა

საფრანგეთში კორონავირუსის 25 387 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით ექვსი ათასი შემთხვევით მეტია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს 296 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 3.5 მილიონს უახლოვდება. მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 80 ათასზე მეტი პირისთვის.